70-ე ადგილზე ჩაწერილი პროგრამით უნივერსიტეტში! – 2026 წლის აბიტურიენტები სხვა რაკურსით
იცით თუ არა, რომ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ერთი აბიტურიენტი ფაკულტეტების რეიტინგულ სიაში 70-ე (!!) ნომრად მითითებული პროგრამით ჩაირიცხა? ყოჩაღ!
მეორე ადგილის და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა აპლიკანტი, რომელმაც სტუდენტის სტატუსი 61-ე ნომრად მითითებული პროგრამით მოიპოვა.
ვერცხლისმედალოსანს ოდნავ ჩამორჩება ბრინჯაოს პრიზიორი, რომელიც უმაღლესში 55-ე ნომრად შერჩეული პროგრამით ჩაირიცხა.
ყველა კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტი გახდა.
საოცარი იღბალი აქვთ, ვულოცავთ! თუმცა, წელს ხომ ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაბრუნდა და ისინი სტუდენტები, დიდი ალბათობით, მაინც გახდებოდნენ!
არანაკლებად დაძაბული იყო ბრძოლა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა შორისაც.
პირველ ადგილზეა (ოქროს მედალი) უკვე პროფესიული კოლეჯის სტუდენტი, რომელმაც საყვარელი და სასურველი სასწავლებელი 102-ე ადგილზე [დიახ, არ გეჩვენებათ] ჩაწერა.
მეორე და მესამე ადგილებზე გასული აბიტურიენტები კი, 96-ე და 61-ე ნომრად მითითებულ პროფესიულ პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
მომავალ წელს უკეთესი შედეგი გვექნება!
ასევე იხილეთ:
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება