საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 20 ივნისიდან იქნება შესაძლებელი – 5 რჩევა გამოსაცდელებს NAEC- ისგან
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ხვალიდან, 20 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 19 ივნისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა და აბიტურიენტებს რჩევებიც მისცა:
რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო ბარათების შესახებ
5 რჩევა გამოსაცდელებს:
– საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია გამოცდის თარიღის, ადგილისა და რეგისტრაციის დაწყების თაობაზე;
– დაკარგვის შემთხვევაში, საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ამობეჭდოთ თქვენი სარეგისტრაციო გვერდიდან (online.naec.ge);
– საგამოცდო ბარათი შეგიძლიათ დაბეჭდოთ შავ-თეთრად. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ იკითხებოდეს;
– შესაძლებელია ბარათის გადაკეცვა, თუმცა ისე, რომ არ დაზიანდეს მასზე დატანილი შტრიხკოდი;
“და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ყურადღებით გაეცნოთ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, რადგან დაგვიანების შემთხვევაში, ან სხვა დღეს გამოცხადებისას გამოცდაზე აღარ დაიშვებით.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის დრო და ინსტრუქცია ყველა გამოსაცდელისთვის – გამოცდები 2025
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გაიზარდა იმ პროფესიების რიცხვი, რომლებიც საქართველოს შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური და მაღალანაზღაურებადია
by ARIS.GE-განათლება