საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს დღეიდან შეუძლიათ – გამოცდები 2018
ბარათის ამოსაბეჭდად საჭიროა აბიტურიენტი შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით. აღნიშნული ეხება აბიტურიენტებს, მასწავლებლებს, მასწავლებლობის მსურველებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და მაგისტრობის მსურველებს.
პ რ ო ც ე დ უ რ ა
აპლიკანტმა პირად გვერდზე (სადაც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) უნდა გამოიყენოს ღილაკი – “დაბეჭდეთ ბარათი”.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. ბარათი შეგიძლიათ ამობეჭდოთ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4). საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია სასურველი რაოდენობით, არაერთხელ, რაც აპლიკანტს აარიდებს ისეთ პრობლემას როგორიცაა ბარათის დაკარგვა ან დაზიანება.
ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო. საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი გამოცდების მთელი პერიოდის განმავლობაში.
რაც შეეხება სექტორსა და მაგიდის ნომერს, მას საგამოცდო ცენტრის თანამშრომელი საგამოცდო ცენტრში მისვლის შემდეგ დაგიდგენთ.
-
სქემის მთავარი პრობლემა ვაკანტური ადგილები – „არ მინდა სისტემა, სადაც პროფესიული განვითარება ერთმანეთის ხელის შეშლას გვასწავლის“
by ARIS.GE-განათლება
-
„დაბალი ათვისების მქონე“ – რას წერს აუდიტის სამსახური თბილისისა და მთიანი რეგიონების საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კაპიტალურ პროექტებზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ასეთ სტილში უნდა დაიწეროს ხედვა“ – სქემით სავალდებულო დოკუმენტის ერთი სამუშაო მაგალითი და შეფასება
by ARIS.GE-განათლება