GE

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისიდან შეძლებთ – “ნაეკის” კამპანია “არ დაიგვიანო!”

2019 წლის გამოცდების ჩაბარების მსურველები ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისიდან შეძლებენ. ამისათვის საჭიროა, აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შევიდეს.

პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ.) აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს ღილაკი – “დაბეჭდეთ ბარათი”.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათი შეგიძლიათ ამობეჭდოთ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

გამოცდების მოახლოებასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს სოციალურ კამპანიას „არ დაიგვიანო“. ამ სოციალური კამპანიით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და დაგვიანების გარეშე გამოცხადნენ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.

ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური