საგამოცდო პროცესის უხეშად დარღვევისათვის გამოცდებიდან 1 აბიტურიენტი მოიხსნა
საგამოცდო პროცესის უხეშად დარღვევისათვის გამოცდებიდან 1 აბიტურიენტი მოიხსნა. როგორც Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუმარტეს დარღვევა ზოგადი უნარების გამოცდაზე მოხდა.
კერძოდ, აბიტურიენტს მარჯვენა ხელის მოტეხილობის გამო, ზოგადი უნარების გამოცდაზე ერთი საათი დაემატა. აბიტურიენტს შეუქმნეს ყველა საჭირო პირობა. დაკვირვების შემდეგ გაჩენილი ეჭვის გამო, ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ვიდეოჩანაწერი გადაამოწმა, რომლითაც დადასტურდა, რომ აღნიშნული აბიტურიენტი არის ცაცია და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მარცხენა ხელით იმუშავა.
“აღმოჩნდა, რომ აბიტურიენტი არის ცაცია, რაც დასტურდება ვიდეოჩანაწერით, სადაც ჩანს, რომ მოტეხილობამდე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე იმუშავა მარცხენა ხელით.”,- აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
გამოცდიდან მოხსნის შესახებ აბიტურიენტს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.
ცნობისთვის, დღეს საერთო სამაგისტრო გამოცდა დაიწყო. დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე არ გამოცხადდა მაგისტობის მსურველი კანდიდატების 8%. დაფიქსირდა დაგვიანების 1 შემთხვევა.
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება
-
„ამაზეც არ უნდა შევჩერდეთ“ – პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის პოზიციები საქართველოს ევროპულ EQAR-ში დაბრუნებაზე
by ARIS.GE-განათლება