GE

საჯარო ლექცია “ამერიკის ველური ბუნება”

25 თებერვალს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ამერიკელი მწერალი ტიმ კაჰილი. მან წაიკითხა ლექცია თემაზე “ამერიკის ველური ბუნება” yelowstone-პარკისა და Death Valley-ის მაგალითზე. მწერალმა დამსწრე საზოგადოებას ფოტო მასალებზე დაყრდნობით გააცნო ამ პარკებში დაცული ცხოველთა ნაირსახეობები, მათი ცხოვრების სტილი და მათთან ქცევის წესები. ტიმ კაჰილმა ყურადღება გაამახვილა დედამიწაზე არსებული იმ ერთადერთი ვულკანის შესახებ, რომელიც სხვებისგან განსხვავებით არ მდებარეობს ოკეანის ფსკერზე: “მე პირველად ვიმყოფები საქართველოში. მოხარული ვარ, რომ დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვარ და საშუალება მაქვს მოგიყვეთ, თუ რატომ ვაფასებთ ამერიკელები ველურ ბუნებას. დაწერილი მაქვს ცხრა წიგნი მოგზაურობაზე და რამოდენიმე სცენარი ფილმებისთვის. ორი მათგანი ოსკარის ცერემონიალზეც იყო წარდგენილი.”

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორმა ავთანდილ ღელაღუტაშვილმა სტუმარს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, მწერალმა კი უნივერსიტეტს საკუთარი წიგნი გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური