GE

სამხატვრო აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს – ყარამან ქუთათელაძის სამოქმედო გეგმა აკადემიის განვითარებისთვის

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორად ყარამან ქუთათელაძე აირჩიეს.

როგორც აკადემიაში დღეს, 21 ნოემბერს, EDU.ARIS.GE-ს განუცხადეს, თვრამეტ ნოემბერს კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში წარიმართა და ერთადერთი კანდიდატის წინააღმდეგ არავინ წასულა და ის რექტორის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

„პროცესმა ძალიან მშვიდად ჩაიარა. აკადემიური საბჭოს 10 წევრიდან რვა ესწრებოდა და რვა ხმიდან რვავე მიიღო რექტორის კანდიდატმა. არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა, ყველამ მოიწონა ყარამან ქუთათელაძის საარჩევნო პროგრამა და თავად კანდიდატურაც“, – განგვიცხადეს სამხატვრო აკადემიის რექტორის აპარატში.

არჩეული რექტორი უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას და ის აკადემიას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ახალი რექტორის მიერ შემუშავებულ აკადემიის სტრატეგიულ გეგმას, ის სქელტანიანია და არაერთ მიმართულებას აერთიანებს.

ასევე იხილეთ:

რა პრეტენზიები და გეგმები აქვს სამხატვრო აკადემიასთან მიმართებით კულტურის მინისტრს –„ეს სისტემის აქილევსის ქუსლია“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური