„სანერვიულო რა მაქვს, მეც ჰარვარდში არ ვაბარებდე“ – აბიტურიენტების შავ-თეთრი იუმორი მუხიანის 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან
EDU.ARIS.GE ტრადიციული „საგამოცდო მარგალიტების“ შეგროვებას 2022 წლის ზაფხულის გამოცდებზეც განაგრძობს.
დღეს ერთი კონკრეტული, მუხიანში განთავსებული 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრის ეზოში, აბიტურიენტებისგან გაგონილი შავ-თეთრი იუმორი უნდა გაგიზიაროთ, რომელსაც თუ კარგად დავუკვირდებით, არაერთ სერიოზულ და პრობლემურ თემაზე დაგვაფიქრებს:
– ბიჭებს ჯარში წასვლა არ გვინდა, გოგოებს გათხოვება.
– ისე, აქ სწავლას ჯარში წასვლა არ ჯობია?!
– ორი საათით ადრე მომიყვანა მამაჩემმა და პირდაპირ კარებთან დამტოვა, სხვაგან არ მოტყდეო.
– დედაჩემი შესაწირში ყრიდა ფულს, შენი იმედი არ მაქვსო.
– ოთხზე შილაქზე ვარ ჩაწერილი, მალე დაიწყოს რა გამოცდა.
– ბებიაჩემმა მითხრა მარჯვენა ფეხით შედიო.
– რომ შევალ ვიდეო გადამიღე, შესვლამდე ტიკ-ტოკზე უნდა დავდო.
– შენთან როგორი გოგოები იყვნენ ძმა?
– სანერვიულო რა მაქვს, მეც ჰარვარდში არ ვაბარებდე.
– გამოცდიდან რომ გამოვედი ხალხი მომვარდა, რა დაწერეო და მე ვუთხარი, ოროსანი ვარ არ მახსოვს მეთქი.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადა მზეო შველიძემ
-
ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
by მოსწავლის მშობელს
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება