GE

SANGU კომპიუტერულ მეცნიერებათა საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეულს შეუერთდა

6-12 დეკემბერს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი, ტრადიციულად, შეუერთდა კომპიუტერულ მეცნიერებათა საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეულს, რომელშიც SANGU-ს კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი კობა გელაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, პროფესორი პაატა გოგიშვილი და ასისტენტ-პროფესორი გიგა ჩალაური მონაწილეობდა.

კომპიუტერულ მეცნიერებათა საგანმანათლებლო კვირეული 2009 წელს დაფუძნდა, დეკემბრის წლევანდელი კვირეული კი კომპიუტერული პროგრამირების მიმართულების ერთ-ერთი უპირველესი წარმატებული მეცნიერის გრეის ჰოპერის ხსოვნას მიეძღვნა. მასში ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტების კომპიუტერულ მეცნიერებათა პროგრამის კვალიფიციური პროფესორები მონაწილეობენ. საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში წარმოებული სხვადასხვა აქტივობები დარგით დაინტერესებულ სტუდენტებს განათლების დონის გაუმჯობესებაში და ახალი უნარების შეძენაში ეხმარება.

წმ.ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური