SANGU-მ კომპანია LiveSupport-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა კომპანია LiveSupport-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
LiveSupport არის ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი კომპანია, რომელსაც 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს IT აუთსორსინგის, კონსულტირების, კიბერუსაფრთხოებისა და ქლაუდ სერვისების მიმართულებით და რომელიც წარმატებით თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე, სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული მომზადების ხელშეწყობაზე, სტაჟირებისა და პრაქტიკის შესაძლებლობების შექმნაზე და პროფესიული უნარების განვითარებაზე, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამება.
პარტნიორობა სტუდენტებისთვის დამატებით შესაძლებლობებს და პრაქტიკაზე ორიენტირებულ განათლებას უზრუნველყოფს.
-
SANGU-ს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ეწვია
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
2027 წლის აბიტურიენტების გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე SANGU მიღებას აცხადებს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი