GE

SANGU-მ კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეულს უმასპინძლა

SANGU წელს მეხუთედ უერთდება კომპიუტერული მეცნიერების საერთაშორისო საგანმანათლებლო კვირეულს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 2009 წლიდან აღინიშნება. კვირეული მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას პროგრამირებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.

8 დეკემბერს, საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, SANGU-მ უმასპინძლა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულების 35 მოსწავლეს. მათთვის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმა ჩაატარეს სამუშაო სემინარები (ვორკშოპები): “ხელოვნური ინტელექტი, თეორია და პრაქტიკა” – პროფესორი პაატა გოგიშვილი; “3D მოდელირება” – საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების რეგულირების სამსახურის უფროსი კახაბერ რევაზიშვილი;

10 დეკემბერს, SANGU-ს კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების პროფესორები კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ვებინარში “კომპიუტინგის ზოგიერთი თეორიული და გამოყენებითი ასპექტი”.

აღნიშნული კვირეული, კომპიუტერული მეცნიერების პიონერის, ადმირალ გრეის მიურეი ჰოპერის პატივსაცემად დეკემბერში ტარდება (ის 9 დეკემბერს დაიბადა).

გრეის მიურეი ჰოპერი იყო ამერიკული საზღვაო ფლოტის ადმირალი და ამავე დროს – გამომგონებელი, მეცნიერი და პროგრამისტი. მან შექმნა პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი და შემოიტანა ტერმინი „ბაგი“ (შეცდომა პროგრამაში). გრეის ჰოპერმა, კარიერის მანძილზე, საკუთარი გამოგონებებისთვის უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ტექნოლოგიების ეროვნული მედალი (1991 წ).

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური