SANGU-ს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება
საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სანგუში, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტი დაიწყო პარტნიორ ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტში (Northern Kentucky University), ინფორმატიკის კოლეჯთან (College of Informatics, Northern Kentucky University) სამუშაო შეხვედრებით.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა:
- არსებული ერთობლივი პროგრამების განვითარება;
- ახალი აკადემიური შესაძლებლობები;
- ტექნოლოგიური განათლების გაძლიერება;
- სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი ინიციატივები.
დელეგაციამ სამუშაო შეხვედრები ასევე გამართა Northern Kentucky University-ში ბიზნესის სკოლასთან (NKU Haile College of Business).
შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, ერთობლივი აკადემიური პროგრამების განვითარება და მიმდინარე ინიციატივების გაფართოების შესაძლებლობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი პროგრამების შექმნას, რაც სტუდენტებს კიდევ უფრო ფართო აკადემიურ და პროფესიულ შესაძლებლობებს გაუხსნის.
SANGU-სა და NKU-ს შორის მრავალწლიანი, წარმატებული და უნიკალური თანამშრომლობა ხელს უწყობს საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას, კულტურულ გაცვლას და საქართველოში მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების პროგრამების ხელმისაწვდომობას.
ვიზიტის აღნიშნული ეტაპი კიდევ ერთხელ ადასტურებს SANGU-სა და NKU-ს შორის პარტნიორობის გაღრმავებას და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი