SANGU-ს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ეწვია
5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ეწვია.
უნივერსიტეტის მიერ 6 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, ირაკლი ბრაჭულს, დაათვალიერა უნივერსიტეტი და გაესაუბრა პროფესორებსა და სტუდენტებს, რომლებმაც Erasmus+-ის ფარგლებში ევროპაში ისწავლეს.
ელჩი ასევე შეხვდა მარია მენშიკოვას, Universitas Mercatorum-ის (იტალია) პროფესორს, რომელიც SANGU-ში Erasmus Mobility-ის ფარგლებში იმყოფება. მისი ვიზიტი მოიცავს შეხვედრებსა და ვორკშოპებს ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტრანსფორმაციის, ჰიბრიდული სწავლების, უნივერსიტეტის ადმინისტრირების, სწავლებისა და კვლევის თანამედროვე მიდგომების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში პაველ ჰერჩინსკიმ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.
ელჩმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ SANGU აჩვენებს, რომ შესაძლებელია ტრადიციული ღირებულებების, თანამედროვე განათლებისა და საერთაშორისო კავშირების წარმატებით შეთავსება.
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი