GE

SANGU-ში ინდივიდუალური ღია კარის დღეები იწყება

SANGU-ში 1-ლი თებერვლიდან ინდივიდუალური ღია კარის დღეები იწყება. გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და თქვენი მენტორი სასურველ დროს გიმასპინძლებთ წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში.

ღია კარის დღეზე დასწრება შეგიძლიათ როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციურად 360-იანი ვირტუალური ტურის ფორმატში.

ღია კარის დღეების ფარგლებში თქვენ საშუალება გეძლევათ:

  • მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო სასწავლო პროგრამების შესახებ;
  • ფიზიკურ ან ვირტუალურ ფორმატში დაათვალიეროთ უნივერსიტეტის აუდიტორიები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
  • ამომწურავი პასუხები მიიღოთ ყველა კითხვაზე, რომელიც გაგიჩნდებათ;
  • გაიჩინოთ მუდმივი მენტორი SANGU-ში, რომელიც ნებისმიერ დროს მოგაწვდით ინფორმაციას სიახლეების შესახებ.

დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური