SANGU-ში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, NextGen Business Forum-ი გაიმართება
28 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (Northern Kentucky University, აშშ) პარტნიორობით, NextGen Business Forum-ი გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 15 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფორუმის მიზანია ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების მომავლის განმსაზღვრელი ახალი ტენდენციების განხილვა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ბიზნესგანათლების, სახელმწიფო და ეკონომიკური პოლიტიკის, ლოგისტიკისა და ვაჭრობის, ფინანსების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და საერთაშორისო სპიკერები, მათ შორის საქართველოს მთავრობის, წამყვანი ფინანსური და ბიზნესინსტიტუციების, საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სანგუს, NKU-სა და სხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი.
რატომ უნდა დაესწროთ?
- გაიცნობთ წამყვან ექსპერტებს სახელმწიფო, ბიზნესისა და აკადემიური სფეროებიდან;
- დაამყარებთ კავშირებს პროფესიონალებთან, მკვლევრებსა და სტუდენტებთან;
- გაეცნობით თანამედროვე ეკონომიკურ ტენდენციებს, კარიერულ შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის ინიციატივებს;
- შეიტყობთ ბიზნესის, ფინანსებისა და გლობალური ვაჭრობის სფეროში ინოვაციური მიდგომების შესახებ;
- ჩაერთვებით მნიშვნელოვან დისკუსიაში NextGen Business Forum-ის ფარგლებში.
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
SANGU-სა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში აკადემიური დისკუსია – „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“ გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში გაიმართება სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი