SANGU – ში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, გარეთ უორდის უმასპინძლეს
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) გვქონდა პატივი გვემასპინძლა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისთვის, მისი აღმატებულება გარეთ უორდისთვის.
ელჩმა სიტყვით მიმართა სანგუსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს.
შთამაგონებელ გამოსვლაში მან ისაუბრა თანამედროვე გამოწვევებისთვის მზადყოფნის, მდგრადობის გაძლიერებისა და ცოდნისა და ინოვაციების გამოყენებით საზოგადოების და მსოფლიოს სასიკეთოდ პოზიტიური ცვლილებების შექმნის მნიშვნელობაზე.
ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცოდნის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაზიარების მნიშვნელობაზე. მან კურსდამთავრებულებს შეახსენა, რომ ლიდერობა მხოლოდ წარმატებას არ გულისხმობს – ის ასევე პასუხისმგებლობას, სოლიდარობასა და სხვების მხარდაჭერას მოიცავს.
ვიზიტის ფარგლებში ელჩი უორდი შეხვდა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენელს SANGU-ში და უნივერსიტეტის პრორექტორს, პროფესორ არჩილ ყანჩაველს. შეხვედრისას სტუმარი გაეცნო უნივერსიტეტის მისიას, საერთაშორისო პარტნიორობებსა და მიმდინარე აკადემიურ ინიციატივებს. ასევე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და გაერთიანებულ სამეფოსა და SANGU-ს შორის საგანმანათლებლო და ინსტიტუციური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.
-
SANGU-ში აკადემიური დისკუსია – „ხელოვნური ინტელექტი განათლებაში“ გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში გაიმართება სამეცნიერო სემინარი ციფრულ ჰუმანიტარიაში
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში საერთაშორისო კონფერენცია – „I HAVE A VOICE“ – „მეც შემიძლია კომუნიკაცია“ გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი