SANGU-ში საჯარო ლექცია – „მეხსიერების პოლიტიკა შუა საუკუნეების საქართველოში“ გაიმართა
17 ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია, თემაზე „მეხსიერების პოლიტიკა შუა საუკუნეების საქართველოში: კულტის იდენტობის ტრანსფორმაცია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაში“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 18 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექცია სოხუმის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ბატონმა დანიელ ოქროპირიძემ ჩაატარა.
ლექციაზე განხილული იყო, თუ როგორ მოქმედებდა პოლიტიკური რეალობა რელიგიური კულტების იდენტობის ჩამოყალიბებაზე. მომხსენებელმა ასევე ხაზი გაუსვა მეხსიერების პოლიტიკის როლს ძალაუფლების განაწილებასა და კოლექტიური იდენტობის შექმნაში და განმარტა, თუ როგორ ხდება კოლექტიური იდენტობის ფორმირება სიმბოლური ნარატივებისა და რიტუალურ-კულტურული კონსტრუქციების მეშვეობით.
პოლიტიკური თეოლოგიის პერსპექტივიდან საუბარი შეეხო იმ კულტურ-პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც ქრისტიანობის გამავრცელებლების, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის გამამყარებელი ფიგურების, კულტის ფორმირებას განსაზღვრავდა.
-
SANGU-ში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, NextGen Business Forum-ი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სერბეთში იმყოფებოდნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი