GE

SANGU-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

17 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – „დემოკრატია და თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები”.

საერთაშორისო კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებმა, პროფესორებმა მაია მანჩხაშვილმა და თორნიკე შურღულაიამ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მის მუშაობას წარმატებები უსურვეს SANGU-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა და სკოლის დეკანმა, პროფესორმა პაპუნა გურულმა.

კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი ავტორების მიერ წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები: „საზღვაო ძალის“ კონცეფციის რევიზია შავი ზღვის რეგიონში თანამედროვე ეტაპზე; ოკუპირებულ აფხაზეთში გაყალბებული ისტორიის სწავლების შესახებ; პან-თურქიზმის აღორძინება და რესპუბლიკური პრინციპების; დემოკრატიული ღირებულებები ქართულ-დასავლური ურთიერთობის კონტექსტში (XX საუკუნის 90-იანი წლები); სამხრეთ კავკასია და ახალი მსოფლიო წესრიგი (საქართველოს მაგალითზე); ელექტორალური ქცევის ასაკობრივი თავისებურებანი საქართველოში; დემოკრატიზაციის პრობლემები სომხეთში; ევროპოლოგიის განვითარების ისტორიულ-პოლიტიკური ასპექტები; რუსეთის იმპერიის დაისი; სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დემოკრატიის საფუძველი; მულტიკულტურალიზმი: ევროპული სოციუმის ოპტიმალური ორგანიზაციული მოდელი; დასავლეთისა და რუსეთის სტრატეგიული შეცდომები, რომლებმაც დღევანდელობა განაპირობა; ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების საკანონმდებლო რეფორმა – გაკვეთილები საქართველოსთვის; ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური