საპატრიარქოს ოთხ უმაღლეს სასწავლებელს 6-წლიანი ავტორიზაცია მიანიჭეს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, სასულიერო მიმართულების ოთხ უმაღლეს სასწავლებელს 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა.
თბლისის სასულიერო სემინარიას, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმღლეს სასწავლებელს, გელათის და გრემის აკადემიებს, 6 წლით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (სასწავლო უნივერსიტეტი – საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ) მიენიჭა და დაწესებულებებში სტუდენტებისთვის განსაზღვრული ადგილების ოდენობაც დაზუსტდა.
მართლმადიდებლურ სასულიერო სასწავლებლებში ჯამში 1 440 სტუდენტის ადგილია გათვალისწინებული. მიღება, სხვა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლებისგან განსხვავებული წესით ხორციელდება, აბიტურიენტებს შიდა გამოცდის და ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება უხდებათ.
-
30 ათასზე მეტი დამრიგებლის დანამატის გასაორმაგებლად, დაახლოებით, 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული
by ARIS.GE-განათლება
-
„60 ათასამდე მასწავლებლის ხელფასების ზრდისთვის 150 მლნ ლარზე მეტი მიიმართება“ – ფინანსთა მინისტრი 2027 წელს საჯარო სექტორში ხელფასების ზრდაზე
by ARIS.GE-განათლება
-
საუკეთესო შედეგების მაგისტრანტები თბილისის მერიისგან 1000 ლარს მიიღებენ – მონაცემების წარდგენა დღეიდან სახელმწიფო უნივერსიტეტების ვალდებულებაა
by ARIS.GE-განათლება