GE

საქართველო მსოფლიოს უნივერსიტეტების 2020 წლის რეიტინგში მოხვდა – საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული

გამოცემა Times Higher Education (THE) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების მე-17 ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. 2020 წლის მსოფლიოს უნივერსიტეტების რეიტინგში 92 ქვეყანა და თითქმის, 1400 უნივერსიტეტია. რანჟირება 13 ინდიკატორით ხდება, რომელიც შეგვიძლია ხუთ ძირითად მახასიათებლამდე დავიყვანოთ: სწავლება, კვლევა, კვლევის გავლენა, ინდუსტრიული სარგებლიანობა და საერთაშორისო მსოფლმხედველობა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ რეიტინგში 1001+ ადგილს იკავებს. ამავე პოზიციაზე იყო 2019 წელს. 2018  წელს რეიტინგში საქართველოს ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ მოხვდა.  2016-2017 წელს „თაიმსმა“ მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც თსუ 801+ ადგილს იკავებდა, თუმცა მაშინ კვლევაში შედარებით ნაკლები რაოდენობის ქვეყნები მონაწილეობდნენ.

წლევანდელი შედეგების მიხედვით,  თსუ-ში გოგონებისა და ბიჭების თანაფარდობა 62:38, საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა 2%-ია. 45.9 ქულითაა შეფასებული უნივერსიტეტის საერთაშორისო მსოფლმხედველობა, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია და გასულ წელთან შედარებით, 1.3-ითაა გაუმჯობესებული. Times Higher Education დანარჩენ კრიტერიუმებში თსუ-ს ასე აფასებს:

  • სწავლება – 14, 7 (გასულ წელს იგივე მაჩვენებელი 15, 2-ის ტოლი იყო)
  • კვლევები – 9.4  (გასულ წელს 9)
  • ციტირება – 4.6
  • ინდუსტრიული შემოსავალი -34, 8

თსუ მეცნიერებების მიხედვით რანჟირებულ საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის მოხვდა

2020 წლის საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული კი ასეთია:

1. ოქსფორდის უნივერსიტეტი  (ზედიზედ მეოთხე წელია ლიდერობას ინარჩუნებს)

2. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

3. კემბრიჯის უნივერსიტეტი

4. სტენფორდის უნივერსიტეტი

5. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

6. პრინსტონის უნივერსიტეტი

7. ჰარვარდის უნივერსიტეტი

8. იელის უნივერსიტეტი

9. ჩიკაგოს უნივერსიტეტი

10. ლონდონის სამეფო კოლეჯი

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური