GE

თსუ მეცნიერებების მიხედვით რანჟირებულ საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის მოხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი Times Higher Education – ის 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში, ფიზიკური მეცნიერებების მიხედვით 801+ ადგილს იკავებს.

მეცნიერებები მოიცავს ფიზიკას, ქიმიას, ასტრონომიას, მათემატიკას, სტატისტიკას, გეოლოგიასა, დედამიწისა და საზღვაო მეცნიერებას. ამ კონკრეტული მიმართულებით რანჟირებაში 1 054 უნივერსიტეტი შედის.

აზიაში ამ მხრივ საუკეთესო რანგისაა ჩინეთის პეკინგის უნივერსიტეტი. ასევე, უკვე მესამე წელია, ლიდერთა შორისა აპრინსტონის უნივერსიტეტი. ხოლო, კალიფორნიის უნივერსიტეტი მეოთხედან მეორე ადგილისკენ ინაცვლებს. ჩიკაგოს უნივერსიტეტი კი ათეულში ახალი უნივერსიტეტია.

იმავდროულად, ამ ელიტარულ ჯგუფში მერვე ადგილს იკავებს შვეიცარიის უნივერსიტეტი. ის ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ის გარეთ მდებარეობს.

წელს ამ რეიტინგში რამდენიმე უნივერსიტეტმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. პარიზის უნივერსიტეტმა 24-ე ადგილიდან მე-18 ადგილზე გადაინაცვლა. პეკინგის უნივერსიტეტი 29-ედან მე-17 ადგილზე დაწინაურდა.

ათეული კი ასე გამოიყურება:

1. პრინსტონის უნივერსიტეტი

2. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი

3. კემბრიჯის უნივერსიტეტი

4. სტენფორდის უნივერსიტეტი

5. ჰარვარდის უნივერსიტეტი

6. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი

7. ოქსფორდის უნივერსიტეტი

8. ციურიხის უნივერსიტეტი

9. კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი

10. ჩიკაგოს უნივერსიტეტი

საქართველო მსოფლიოს უნივერსიტეტების 2020 წლის რეიტინგში მოხვდა – საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური