GE

საქართველოში 11–ჯერ მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, ვიდრე ქართველები საზღვარგარეთ

საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტების რიცხვი 11-ჯერ აღემატება ქვეყნიდან გასული სტუდენტების რიცხვს. ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოში კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან საზღვარგარეთ 2 180 სტუდენტია გაგზავნილი. ეს იმ ფონზე, როცა 2012-2013 სასწავლო წლიდან 2016-2017 სასწავლო წლამდე საქართველოში უცხოელი სტუდენტების რიცხვმა 24 000-ს გადააჭარბა – აღნიშნულ ინფორმაციას EDU.ARIS.GE საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით გთავაზობთ.

საინტერესოა, რომელ ქვეყნებს ანიჭებენ ქართველი სტუდენტები უპირატესობას სასწავლებლად საზღვარგარეთ წასვლისას; რომელი ქვეყნის სტუდენტები ჩამოდიან ჩვენთან უმაღლესი განათლების მისაღებად და რამდენად მაღალია სხვაობა საქართველოდან საზღვარგარეთ წასულ და უცხოეთიდან ჩვენთან ჩამოსულ სტუდნტებს შორის?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქართველი სტუდენტების უმეტესობა საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად უპირატესობას ევროპის ქვეყნებს ანიჭებენ, მათ შორის: აშშ, გერმანია, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ჩეხეთი და ა.შ.

საზღვარგარეთ წასული სტუდენტების მიერ არჩეული ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასეთია:

1. გერმანია – 443 სტუდენტი;

2. პოლონეთი – 272 სტუდენტი;

3. თურქეთი – 196 სტუდენტი;

4. ლიტვა – 126 სტუდენტი;

5. ლატვია -85 სტუდენტი;

თუკი საზღვარგარეთ წასული სტუდენტების რიცხვს საქართველოში ჩამოსულ უცხოელი სტუდენტებისას შევადარებთ აღმოვაჩენთ, რომ ამ უკანასკნელთა რაოდენობა თითქმის 11-ჯერ მეტია.

საქსტატის ცნობით, საქართველოში სასწავლებლად ჩამოსული უცხოელი სტუდენტები ძირითადად აზიის ქვეყნებიდან არიან. იმ ქვეყნების პირველი ხუთეული კი, საიდანაც ყველაზე მეტი სტუდენტი ჩამოდის ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანიდან – 7 853 სტუდენტი;
  2. ინდოეთიდან – 6 744 სტუდენტი;
  3. ერაყიდან – 2 739 სტუდენტი;
  4. ნიგერიიდან – 2 295 სტუდენტი;
  5. რუსეთიდან – 1 017 სტუდენტი;

თეორიულად, არ გამოვრიცხავ, რაღაც პროფესიები გაუქმდეს – განათლების მინისტრის მოადგილე

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური