„საქართველოში არ გვაქვს სკოლამდელი განათლება, ამის გარეშე 6 წლის ბავშვი რომ მოდის სკოლაში, ეს უკვე არ ვარგა”
„საქართველოში არ გვაქვს სკოლამდელი განათლება, ამის გარეშე 6 წლის ბავშვი რომ მოდის სკოლაში, ეს უკვე არ ვარგა,” – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ “პალიტრა TV”-ის გადაცემა “რეზიუმეში” სტუმრობისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოში იწყება სკოლამდელი განათლების დანერგვა.
“ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემა რამდენადაც მომხიბლავი არ უნდა იყოს ჩვენთვის, წელს იღებს გადაწყვეტილებას, მას ჰქონდა 5- წლიანი ბავშვების მიღება, 5 წლიდან ადიან 7 წელზე. ჩვენ საქართველოში არ გვაქვს სკოლამდელი განათლება. ამის გარეშე 6 წლის ბავშვი რომ მოდის სკოლაში, ეს უკვე არ ვარგა. წელს საქართველოში ვიწყებთ სკოლამდელი განათლების დანერგვას პირველად, რომლისთვისაც მზადდება ინფრასტრუქტურა და პროგრამამ გაიარა აპრობაცია. ბავშვი უნდა მოემზადოს და შევიდეს სკოლაში. ჩვენ გავაკეთეთ გონივრული ზღვარი, ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს 6 წლის, როდესაც მოდის სკოლაში”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მინისტრის თქმით, სკოლამდელი საგანმანათლებლო პროგრამა საკმაოდ საინტერესოა და ეს არის სწავლა თამაშით.
“მშობლების ის დისკომფორტი, რომ სად წაიყვანონ 6 წლის ბავშვი, რომელსაც არც სკოლაში იღებენ და ბაღის პროგრამაც გავლილი აქვს, მოიხსნება. ეს იყო ძირითადი საზრუნავი სახელმწიფოსი და ეს მოიხსნა. ამის აუცილებლობა დადგა იმიტომ, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ და გავუწიოთ ბავშვებს ის მომსახურება, რომელიც საჭიროა მათი განათლებისთვის”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
წყარო: News.ge
- „თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს“ – რა საფრთხეზე მიუთითებს ევროკომისიის ანგარიში by მასმედია
- უშუქობის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის 10-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა by მასმედია
- აფხაზეთში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება – სოხუმში ენერგოკრიზისზე საუბრობენ by მასმედია