GE

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია ზოგადი უნარების გამოცდაზე იწყება – ვადები და პროცედურები

რეგისტრაცია დღეს, 21 იანვარს დაიწყება და 4 თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რ ე გ ი ს ტ რ ა ც ი ა

გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

აპლიკანტს რეგისტრაციისათვის დასჭირდება:

  • პირადი ნომერი;
  • საქართველოში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი.

მსურველს შესაძლებლობა აქვს, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე განაცხადში ნებისმიერი ცვლილება შეიტანოს. ყველა ცვლილების დადასტურებას აპლიკანტი ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებს.

გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. საფასურის გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

  • ვებგვერდიდან www.oppa.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • “საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • “საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • “თიბისი ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის დასრულებამდე, აღნიშნული თანხა აპლიკანტს სრულად დაუბრუნდება.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის პროცედურებისა და საგამოცდო პროცესის შესახებ იხ. ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური