GE

სასერტიფიკაციო გამოცდაზე რესურს-ცენტრებში რეგისტრაცია გრძელდება

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა, თუმცა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში გრძელდება. რეგისტრაცია იწარმოებს 24 მარტიდან 4 აპრილს 18 :00 საათამდე.

საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში უნდა წარადგინოთ:

– პირადობის მოწმობის ასლი;
– განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიული წესით დამოწმებული);
– ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ (იმ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, სადაც პირს აქვს პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, თუ პირს არ აქვს უმაღლესი განათლება).
განაცხადის ფორმა

საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური