სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორისთვის მასწავლებლობის გამოცდილების ვალდებულება კანონით განისაზღვრა

ცვლილება, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს იყო მიღებული, კანონში აისახა და სკოლის გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორის ერთ-ერთ ვალდებულებად გაიწერა, რომ მას უნდა გააჩნდეს სკოლის მასწავლებლობის გამოცდილება კონკრეტული ვადით.
შესაბამისი ცვლილებები განათლების მინისტრის ბრძანებაში შევიდა და დღეს, 20 მარტს გამოქვეყნდა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების ერთი მუხლი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა და მასში ვკითხულობთ:
“ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – ზოგადი განათლების ამ საფეხურზე მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატვირთული ელქტრონულად) სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის ერთი ავტორის მიმართ, ხოლო ერთზე მეტი ავტორის არსებობის შემთხვევაში, არანაკლებ 2 ავტორის მიმართ. ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – ზოგადი განათლების შესაბამის საფეხურზე მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი სახელმძღვანელოს/სერიის არანაკლებ 1 ავტორის მიმართ (ატვირთული ელქტრონულად). ეს მოთხოვნა არ ვრცელდება აფხაზური ენისა და ლიტერატურის, ჭადრაკისა და უცხოური ავტორის/გამომცემლობის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში ამ სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტების ავტორებზე“.
ასევე იხილეთ:
ახალი სახელმძღვანელოები, რომლითაც შესაძლოა, მაღალკლასელებმა ისწავლონ – განხილვები დაიწყო
-
მასწავლებლის წამყვანი და მენტორის სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა წელს აღარ ჩატარდება – განათლების მინისტრის გადაწყვეტილება by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
აბიტურიენტის თვითშაფასება – რა (არ) უნდა გააკეთოს მშობელმა by ARIS.GE-განათლება
-
უმაღლესი განათლების რეფორმა კიდევ სამი წლით გადაიდო? by ARIS.GE-განათლება