GE

საუკუნოვანი ისტორიის მქონე სკოლა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა (ფოტოები)

ერთსართულიანი სკოლის შენობას, სადაც რამდენიმე ძველი მერხი და ორი ხის დაფა და ეზოში საუკუნოვანი ბზის რიგი აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე სკოლა 135 წლის წინ, 1882 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ მოსახლეობის მოთხოვნის შედეგად აშენდა და გაიხსნა. მიუხედავად იმისა რომ სკოლა მალევე დადგა დახურვის საფრთხის წინაშე სკოლამ მოღვაწეობის გაგრძელება მაინც შეძლო და დღემდე ფუნქციონირებს.

სკოლა 1883 წელს 1883 წ. მთავრობის განკარგულებით უნდა დახურულიყო, იმ საბაბით, რომ სკოლაში სწავლება მიდიოდა არა იანოვსკის პროგრამის მიხედვით, არამედ ორგანიზაციის შედგენილი პროგრამით. მაგრამ წერა-კითხვის საზოგადოების გადაწყვეტილებით სკოლამ არსებობა გააგრძელა. სკოლა ოთხწლიანი იყო და იქ ერთი მასწავლებელი ასწავლიდა. პირველი მასწავლებელი კი სალომე მაღალაშვილი ყოფილა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით სკოლისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭება რამდენიმე მახასიათებელმა განაპირობა: 1. სიძველე; 2. ისტორიულობა – ის ერთ-ერთი პირველი სკოლის შენობაა, რომელთა მშენებლობა მე-19 ს. მეორე ნახევარში დაიწყო საქართველოში; 3. მემორიალურობა – წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან კავშირის გათვალისწინებით. XIX ს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი სულ 4-ზე მეტ სკოლას აქვს. მათ შორის: თელავის ბატონის ციხის სკოლა, რომელიც XVIII-XIX ს აშენდა; XIX საუკუნეში აგებული მე-2 საშუალო სკოლა; ასევე 1-ელი საშუალო სკოლა, ბათუმის N1 საშუალო სკოლა, ილია ჭავჭავაძის N23 საშუალო სკოლა და ა.შ.

შეამოწმე, იყო თუ არა შენი მოგვარე წერა-კითხვის გამავრცელებელთა შორის

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური