GE

სახალხო დამცველი: აქტუალური რჩება შშმ პირთა/ბავშვთა საგანმანათლებლო პროცესში სათანადო ჩართვა

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნება, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზების, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად.

ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ პერიოდში სახელმწიფოს მიერ გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემურია შშმ პირთა უფლებების სრული და ეფექტიანი დაცვა.

“კვლავ გამოწვევას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ფიზიკური გარემოს, ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებებისა და სხვადასხვა მომსახურებების მისაწვდომობა; სერვისებისა და დამხმარე საშუალებების ნაკლებობა, სოციალურ-ეკონომიკური­ მხარდაჭერის სიმწირე.

“აქტუალური რჩება შშმ პირთა/ბავშვთა საგანმანათლებლო პროცესში სათანადო ჩართვა. დღის წესრიგში დგას სასწავლო დაწესებულებების სივრცის, სასწავლო რესურსებისა და პროცესის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ეფექტური ზომების მიღების აუცილებლობა. ასევე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების დროულად და საჭირო რაოდენობით მობილიზება, მათ შორის, სკოლამდელი აღზრდის საფეხურზე”, – წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური