GE

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად აკადემიამ, 14 ივლისს გამოაქვეყნა.

აკადემიის ცნობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ექსპერტთა შეფასების საფუძველზე, იმსჯელა და დაადგინა, რომ “სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სრულად აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც აკადემიისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა”.

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ, უპირობო ავტორიზაციის მიღების შემდეგ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციისთვის განაცხადი წარადგინა

“ავტორიზაციის პროცესში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში საავტორიზაციო ვიზიტი განახორციელა. შეფასებისას დეტალურად იქნა შესწავლილი აკადემიის ინსტიტუციური საქმიანობა, აკადემიური, ადმინისტრაციული და მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე, მათი შესაბამისობა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მოქმედ სტანდარტებსა და ავტორიზაციის მოთხოვნებთან”, – წერია სუს-ის აკადემიის ინფორმაციაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური