სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026 დამტკიცდა – რას ითვალისწინებს დოკუმენტის 5 მიზანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, 29 დეკემბრიდან ძალაში შევიდა „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026-ისა“ და მისი 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცებული დიკუმენტები.
როგორც სტრატეგიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დანართებიდან ირკვევა, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით, სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავების სხვადასხვა ეტაპზე, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობის პარალელურად, ახალგაზრდებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გაიმართა კონსულტაციების ფართო სერია.
იხილეთ სტრატეგიასთან დაკავშირებული საჯარო კონსულტაციების შემაჯამებელი ანგარიში, სადაც აღწერილია რომელი რეკომენდაციების გათვალისწინება მოხერხდა სრულად და ნაწილობრივ.
რაც შეეხება სტრატეგიის ამოცანებს, დოკუმენტში გაწერილია ხედვა, სტრატეგიის მიზნები და ამოცანები.
რას ითვალისწინებს სამ წელზე გათვალისწინებული 5 სტრატეგიული მიზანი:
1: ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა;
2: ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერება;
3: ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება;
4: ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში;
5: ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება.
თუ როგორ იგეგმება ზემოაღნიშნული მიზნების განხორციელება, იხილეთ სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026-ის დოკუმენტი.
ასევე იხილეთ:
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება