სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს 5 პროგრამა დაემატა
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ე.წ. უფასო ფაკულტეტებს 2017-2018 სასწავლო წლისთვის 5 პროგრამა დაემატა.
როგორც EDU.ARIS.GE-ის განათლების სამინისტროს, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ვალერიან გობრონიძემ განუცხადა, მიმდინარე წელსაც გასული წლის მსგავსად 7 მიმართულება დაფინასდება სახელმწიფოსგან სრულად, თუმცა მასში 2016 -2017 სასწავლო წლისგან განსხვავებით იქნება 21-ის ნაცვლად 26 საგანმანათლებლო პროგრამა.
გობრონიძის თქმით, წელს საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაამატა. ესენია:
- მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია;
- სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია;
- სამთო და გეო ინჟინერია;
- მეტალურგია;
- მასალათმცოდნეობა.
„გასულ წელს იყო 7 მიმართულება და 21 სპეციალობა, რომელსაც ამტკიცებდა მთავრობა. წელს ეს წესი შეიცვალა და მთავრობამ დაამტკიცა 7 მიმართულება, საგანმანათლებლო პროგრამები კი უნივერსიტეტმა თავად განსაზღვრეს სამინისტროსთან შეთანხმებით“, – განაცხადა გობრონიძემ.
რაც შეეხება ადგილებს, წელს სახელმწიფოსგან სრულად 2 250 ლარის ოდენობით დაფინანსდება 5 655 სტუდენტი.
2017 წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია და ადგილები გამოქვეყნდა
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები