სექტემბერში პირველ კლასში შესული მოსწავლეებიდან 7 წლის იყო დაახლოებით 16 000 – საქსტატის მონაცემები 2023-2024 სასწავლო წლის შესახებ
მიმდინარე 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის პირველ კლასში შესული მოსწავლეებიდან 15 851 შვიდი წლის იყო, საიდანაც 7 638 გოგოა, 8 213 კი ბიჭი
სასწავლო წლის დასაწყისისთვის 6 წლის იყო 39 455 პირველკლასელი, რომელთაგან 19 287 გოგონაა, ხოლო 20 168 ბიჭი.
ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში მოცემული მონაცემებიდან ხდება ცნობილი, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდა სახელწოდებით “ბავშვები და მოზადრები საქართველოში 2023”.
ჩვეულებრივ, კანონით დადგენილ ასაკში სკოლაში შესული მოსწავლე სკოლას სრულწლოვანი ასრულებს, თუმცა საქსტატის მონაცემებში ასახულია 18 ან მეტი წლის მოსწავლეთა რიცხოვნობა, რომლებიც სკოლაში სწავლობენ. კერძოდ, განაწილება ასეთია:
მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისთვის: მეორე კლასში სწავლობს 1 18 წლის მოსწავლე და ერთი 21 ან მეტი წლის; მეოთხე კლასში სწავლობს ერთი 18-ის და ორი 19 წლის. ასევე, მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისისთვის 21 წლის ან მეტის იყო 1 მეორეკლასელი და 3 მეხუთეკლასელი.
თუ როგორ ნაწილდება მოსწავლეთა რიცხოვნობა და მათი ასაკი ზედა კლასებში, მონაცემები ასე გამოიყურება:
როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს, მათ მიერ პუბლიკაციაში გამოყენებული მონაცემების წყარო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა.
ასევე იხილეთ:
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
- დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება