GE

სესხებისა და ანაბრების შედარებითი ანალიზი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული კვლევის – “საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კომერციული ბანკების სესხებისა და ანაბრების შედარებითი ანალიზის“ პრეზენტაცია.

კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა 14 კომერციული ბანკი და 14 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

კომერციული ბანკები: საქართველოს ბანკი, ბაზისბანკი, თიბისი ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, პროკრედიტ ბანკი, პრივატბანკი, ჰალიკ ბანკი, პროგრესბანკი, ინვესტბანკი, ბანკი ქართუ, ვითიბი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბითიეი ბანკი, კორ სტანდარტ ბანკი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები: რიკო, სითი კრედიტი, ნოვაკრედიტი, მიკროკრედიტი, საქართველო, სვის კაპიტალი, ბი. აი. ჯი. კრისტალი, კრედო, ქართული კრედიტი, ალფა ექსპრესი, თბილმიკროკრედიტი, აიემჯი.

კვლევის პროდუქტები: იპოთეკური სესხი, სამომხმარებლო სესხი, ბიზნეს სესხი და  ავტოსესხი.

კვლევა მიმდინარეობდა შემდეგი მეთოდოლოგიით: ვიზიტები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კომერციულ ბანკებში, სატელეფონო ზარები, ვებ-გვერდების ანალიზი და ე.წ. “მისტიკური კლიენტის” რანგში წინადადებების შეთავაზება.

შეჯამება:

  • იპოთეკური სესხის პირობები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში 18-48 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, კომერციული ბანკების შემთხვევაში კი 12-24 პროცენტის ფარგლებში
  • სამომხმარებლო სესხების პირობები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 18-42 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, კომერციული ბანკების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 15-28 პროცენტს არ აღემატება
  • ბიზნეს სესხების მაჩვენებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 13.2-42 პროცენტის ფარგლებში განისაზღვრება, კომერციული ბანკების შემთხვევაში 13-36 პროცენტს შეადგენს
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ავტოსესხის შემთხვევაში, მაქსიმალური პროცენტი 96-ს უტოლდება
  • იპოთეკური კრედიტის შემთხვევაში საშუალო მაჩვენებლის მიხედვით კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთი 15 პროცენტს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი 38 პროცენტს შეადგენს
  • სამომხმარებლო სესხების პროცენტის საშუალო მაჩვენებლისმიხედვით კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთი 19 პროცენტს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი 33 პროცენტს შეადგენს
  • ბიზნეს სესხების პროცენტის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთი 16 პროცენტს შეადგენს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი ეს მაჩვენებელი 27 პროცენტით განისაზღვრება
  • საშუალო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე კომერციულ ბანკებში 16 პროცენტს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი 37 პროცენტს შეადგენს
  • ანაბრების ნაწილში საშუალო საპროცენტო განაკვეთი კომერციულ ბანკებში 9 პროცენტს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი 25 პროცენტს შეადგენს

კვლევა ჩატარდა 2012 წლის 10 მაისიდან 25 მაისის პერიოდში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის  ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური