შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გერმანელ პროფესორებს მასპინძლობს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გერმანელ პროფესორებს მასპინძლობს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ცვიკაუს (გერმანია) გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის პროფესორები ქრისტიან ბრაუვეილერი და სვენ ჰელბახი იბსუ-ს რექტორს, საფფეთ ბაირაქთუთანს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ერთობრლივი პროექტები რომელიც უნივერსიტეტებს შორის უკვე განხორციელდა და მომავალშიც იგეგმება.
გერმანელი სტუმრები კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებისთვის ონლაინ ლექციასაც ჩაატარებენ თემებზე: რობოტიკა და ხელოვნური ინტელექტი და გამოწვევები კომუნიკაციაში.
სპიკერების შესახებ:
დოქ. კრისტიან ბრაუვეილერი არის ბიზნესის ადმინისტრირების პროფესორი, მნეჯერული ბუღალტერიის და შიდა აუდიტის მიმართულებით.
დოქ. სვენ ჰელბახი არის კომპიუტერული მეცნიერების/ინტელექტუალური სისტემების პროფესორი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ცვიკაუს უნივერსიტეტთან 2015 წლიდან თანამშრომლობს.
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი