შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გერმანელ პროფესორებს მასპინძლობს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გერმანელ პროფესორებს მასპინძლობს. ცვიკაუს (გერმანია) გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის პროფესორები ქრისტიან ბრაუვეილერი და სვენ ჰელბახი იბსუ-ს რექტორს, საფფეთ ბაირაქთუთანს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი პროექტები, რომელიც უნივერსიტეტებს შორის უკვე განხორციელდა და მომავალში იგეგმება.
გერმანელმა სტუმრებმა კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის ონლაინ ლექცია ჩაატარეს თემებზე: რობოტიკა და ხელოვნური ინტელექტი და გამოწვევები კომუნიკაციაში.
დოქ. კრისტიან ბრაუვეილერი არის ბიზნესის ადმინისტრირების პროფესორი, მენეჯერული ბუღალტერიის და შიდა აუდიტის მიმართულებით. დოქ. სვენ ჰელბახი კი კომპიუტერული მეცნიერების/ინტელექტუალური სისტემების პროფესორია.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტთან 2015 წლიდან თანამშრომლობს.
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი