GE

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დისტანციური მართვის რობოტი შექმნეს – ორკვირიანი ვორქშოფი დასრულდა

დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (HTW) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი – ორკვირიანი ვორქშოფიტელემართვის რობოტის განვითარება“ დასრულდა.

ვორშოფის პირველი ერთი კვირა მონაწილეებმა ონლაინ იმუშავეს, მეორე კვირას კი გერმანელმა პროფესორმა, მარიო ნიუგებაუერმა, ქართველი სტუდენტებისთვის იბსუ-ს კამპუსში მასტერკლასი ჩაატარა.

პროექტი იბსუ-ს და HTW-ს კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამების ბაკალავრიატის მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ჩატარდა. ვორქშოფში მონაწილეობა მიიღო 16-მა სტუდენტმა, რომლებმაც შექმნეს დისტანციური მართვის რობოტი. იგი დაფუძნებულია Arduino, Raspberry სისტემებზე და ზოგიერთ სენსორზე, რომლებიც დაკავშირებულია რობოტის ორიენტაციისა და ნავიგაციის ფუნქციებთან. ვორქშოფის ფარგლებში შემუშავდა პროგრამები Android მოწყობილობებისთვის, ტელემართვად რობოტთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით.

პროგრამის ბოლოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის ქართველ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, ვორქშოფის გერმანელი მონაწილეებისთვის კი სერტიფიკატები გერმანიაში გაიგზავნა.

როგორც სერტიფიკატების გადაცემისას იბსუ-ს რექტორმა სეფფეთ ბაირაქთუთანმა აღნიშნა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად გეგმავს კიდევ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს. „ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ჩვენი სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო პროექტებში და მხარს ვუჭერთ მათ აქტივობებს“, – განაცხადა საფფეთ ბაირაქთუთანმა.

ვორქშოფი ჰიბრიდული ფორმატით 13-24 სექტემბერს ჩატარდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური