შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამბის თხრობა კომუნიკაციაში ტრენინგი ჩატარდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში IBSU-ს ასოცირებულმა პროფესორმა, პოზიტიურმა ფსიქოკონსულტანტმა ლელა აბდუშელიშვილმა ჩაატარა ტრენინგი “ამბის თხრობა კომუნიკაციაში”.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ტრენინგზე ლელა აბდუშელიშვილმა ისაუბრა ამბის თხრობის, როგორც საკომუნიკაციო სტრატეგიის მნიშვნელობაზე ბიზნესში; რა ემოციები უნდა გამოიწვიოს თქვენმა ამბავმა; რა როლი აქვს კომპანიის ღირებულებებს, ბრენდსა და კულტურას და რა მნიშვენლობა ენიჭება ამბის მთავარ გმირებს.
“თუ ადამიანების ყურადღების მიპყრობა და მათზე გავლენის მოხდენა გსურთ, უამბეთ მათ კარგი ამბავი. უძველესი დროიდან სწორედ ამბები შთააგონებდნენ და მოუწოდებდნენ ქმედებებისაკენ, რადგან ისინი აღძრავენ ემოციებს. როგორც ამბობენ: მითხარი ფაქტი და ვისწავლი, მითხარი სიმართლე და დავიჯერებ, მითხარი ისტორია და ის იცხოვრებს ჩემს გულში სამუდამოდ”, – აღნიშნა ტრენინგზე ლელა აბდუშელიშვილმა.
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი