„შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე – V“ – CIU-ს აკადემიური პერსონალი სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე – V“ გაიხსნა, რომლის სხვადასხვა სექციაში მონაწილეობა მიიღო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა.
CIU-ს მიერ 28 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციის მთავარი მიზანი იყო კულტურათა და ცივილიზაციათა შეხვედრების ისტორიული გზაჯვარედინის – შავი ზღვის რეგიონის შემსწავლელი კომპლექსური ჰუმანიტარული კვლევების შედეგების წარმოჩენა. ღონისძიება, ასევე, მიზნად ისახავდა ინტერდისციპლინური კვლევების წახალისებასა და საერთო კულტურული მემკვიდრეობის ირგვლივ აკადემიური დიალოგის გაღრმავებას. კონფერენციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იყო შავი ზღვის რეგიონის სამეცნიერო სივრცეში საქართველოს, კერძოდ კი, ბათუმის, როგორც ინტელექტუალური ცენტრის, როლის განმტკიცება.
კონფერენციაში 10-ზე მეტი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე 350-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ღონისძიების მხარდამჭერები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ოსტრავას უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა) იყვნენ.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო დარბაზმა მადრიდის რეალის კემპს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი პროფესიული ბრენდი – როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თურქეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ჰუსეინ აქბაშს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი