„შექმენი IBSU-ს ანიმაციური პერსონაჟის“ გამარჯვებული გამოვლინდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული პროექტი “შექმენი IBSU-ს ანიმაციური პერსონაჟი” დასრულდა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსში, რომელიც ითვალისწინებდა უნივერსიტეტის ანიმაციური პერსონაჟის (თილისმის) ვექტორული ფაილის შექმნას, 9 სტუდენტი მონაწილეობდა.
იბსუ-ს სტუდენტთა და ადმინისტრაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გახდა უნივერსიტეტის ფინანსების პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი სერგო შაგინოვი.
სერგო შაგინოვს უნივერსიტეტის კანცლერი ექრემ დინდაროლი შეხვდა, წარმატება მიულოცა და პრიზი გადასცა. იბსუ-მ გამარჯვებულს “Motion Design”-ის ორთვიანი სასწავლო კურსი დაუფინანსა.
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი