შტატგარეშე ჟურნალისტის (ფრილანსერის) ვაკანსია – EDU.ARIS.GE
საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი EDU.ARIS.GE აცხადებს ვაკანსიას შტატგარეშე ჟურნალისტის (ფრილანსერის) თანამდებობაზე და ეძებს გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.
სამუშაო დრო: შეთავსებით – თავისუფალი გრაფიკით
აუცილებელი მოთხოვნები:
- სტატიებისა და რეპორტაჟების წერითი გამოცდილება (კრიტიკული და ანალიტიკური წერის ელემენტებით);
- უმაღლესი განათლება (სასურველია ჟურნალისტიკის განხრით);
- სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი;
- სასურველია განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინფორმაციის მოპოვებისა და გამართულად წერის უნარი
საქმიანობის აღწერა:
- სამუშაო თემატიკის შესახებ იდეებისა და ინიციატივების მოწოდება მაქსიმალური სიხშირით;
- სიახლეების, სტატიების, სპეციალური ინტერვიუებისა და რეპორტაჟების მომზადება და განთავსება ინტერნეტში;
- სხვა მოვალეობები პასუხისმგებლობის შესაბამისად.
მაძიებელს უნდა შეეძლოს წარმოადგინოს მის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაწერილი სტატიების, რეპორტაჟების ან სხვა მასალების ინტერნეტ-ბმულები ან ფაილები.
ანაზღაურება: ერთი სტატიის, ანალიტიკის, ინტერვიუს, სხვ. ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე და ურთიერთშეთანხმებით. ფრილანსერის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური სიახლე შეფასდება განსხვავებულად.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: ვადის გარეშე
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით, ასევე, მინიმუმ 2 ვრცელი მასალა, რომელიც გამოქვეყნდა თქვენი ავტორობით შემდეგ მისამართზე: freejur-cv@aris.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმე სტატიების გარეშე არ განიხილება.
შემოუერთდი არის.ჯი-ს გუნდს!
Aris.ge-განათლება წარმოადგენს ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ქართულ საგანმანათლებლო პორტალს, რომელიც აერთიანებს ორ ვებ-გვერდს : edu.aris.ge და studinfo.ge (პორტალს, გუგლის მონაცემებით, ყოველთვიურად ჰყავს 500 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო ფეისბუკის გვერდებს-230 000-ზე მეტი გამომწერი).
ჩვენ წლების (2014-დან) განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში ჩართულ ყველა სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურასთან, ყოველდღიურად ვაშუქებთ განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ვაქვეყნებთ სტატიებს, რეპორტაჟებს, ინტერვიუებს ექსპერტებთან და განათლების სფეროში მოღვაწე პირებთან, ვათავსებთ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ, სასწავლო მასალებს და მრავალ სხვას.
-
რეპეტიტორი: „ზოგადი უნარების გამოცდის აღდგენა უნდა მოითხოვოს ყველამ, სხვა მხრივ წყლის ნაყვაა ყველაფერი“
by განათლებული ბლოგი
-
„სად იყო აბიტურიენტების ისტორიის ტესტებში „ხაფანგები“ – დავალებების ანალიზი პროფესიული თვალით
by განათლებული ბლოგი
-
VII–XII კლასების მათემატიკის მასწავლებლის გამოცდის წინ საკითხავი – სპეციალისტის მითითებები გამოსაცდელებს
by ARIS.GE-განათლება