GE

Skillwill-ის კოლეჯი – შედეგზე ორიენტირებული განათლება

თანამედროვე რეალობაში, სადაც ცვლილება და ინოვაცია ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, ხოლო დრო – ყველაზე ძვირფას რესურსად, განათლების სისტემაც ვალდებულია, ამ დინამიკას აუწყოს ფეხი. სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს Skillwill-ის კოლეჯი – საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც სწავლის პროცესს წლობით ლოდინს არ უკავშირებს და პროფესიული კარიერის დაწყებას განუსაზღვრელი დროით არ აჭიანურებს. აქ პროფესიული განვითარება უკვე სწავლის პირველივე თვიდან იწყება.

Skillwill-ის კოლეჯი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს და დროის დაკარგვა გაურკვეველ პერსპექტივებზე არ სურს. თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, ჩააბარო თუ არა უნივერსიტეტში – მაშინ, როცა ტექნოლოგიები, პროფესიული მოთხოვნები და დამსაქმებლის საჭიროებები ყოველდღიურად იცვლება – დროა, გადახედო შენს პრიორიტეტებს.

დღეს განათლებას ორი განსხვავებული მიდგომა აქვს:

  • ერთი, რომელიც გთავაზობს წლობით ლოდინს, თეორიული ცოდნის დაგროვებასა და გაურკვეველ პერსპექტივას;
  • და მეორე, რომელიც პირდაპირ გეუბნება: გჭირდება პროფესია და შემოსავალი? – მაშინ დაიწყე აქ და ახლა!

Skillwill-ის კოლეჯი სწორედ მეორე არჩევანს გთავაზობს – გზას, რომელიც კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებზეა ორიენტირებული.

დარეგისტრირდი დღესვე

Skillwill-ის კოლეჯი – განათლება, რომელიც პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან

Skillwill-ის კოლეჯის სწავლების მოდელი პასუხობს იმ მთავარ გამოწვევას, რასაც დროისა და დასაქმების ბალანსი წარმოადგენს. უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა, როგორც წესი, ოთხ წელს ან მეტს მოითხოვს. ამ დროის განმავლობაში სტუდენტი ხშირად რეალობას სცდება, მაშინ, როდესაც დამსაქმებელს კონკრეტული უნარ-ჩვევები სწრაფად და ეფექტურად სჭირდება.

Skillwill-ის კოლეჯში:

  • სწავლა მხოლოდ რამდენიმე თვეს გრძელდება;
  • პროგრამები ფოკუსირებულია მხოლოდ აუცილებელ და პრაქტიკულ კომპეტენციებზე;
  • სტუდენტი სწავლის პროცესშივე იღებს რეალურ პრაქტიკას;
  • დასაქმება შესაძლებელია სწავლის დასრულებისთანავე.

პროგრამები, რომლებიც პირდაპირ პასუხობს ბაზრის მოთხოვნას

სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიური სამყაროს პირობებში ზოგადი განათლება ხშირად საკმარისი არ არის. თანამედროვე დამსაქმებლებს სჭირდებათ კადრი, რომელსაც აქვს კონკრეტული პრაქტიკული ცოდნა, სპეციფიკური ინსტრუმენტების ფლობის უნარი და გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში.

დარეგისტრირდი დღესვე

რა პროფესიებს გთავაზობთ Skillwill-ის კოლეჯი?

2025-2026 სასწავლო წელს ბათუმის Skillwill-ის კოლეჯში ხელმისაწვდომი იქნება Front-End დეველოპმენტის პროგრამა – 11-თვიანი კურსი, რომელიც ფოკუსირებულია HTML, CSS, JavaScript და React ტექნოლოგიებზე და სტუდენტებს ციფრული პროდუქტების დიზაინისა და ფუნქციონალის დამოუკიდებლად შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

სექტემბრიდან კი თბილისში გაიხსნება Skillwill-ის კოლეჯი, სადაც სტუდენტებს ხუთ პროგრამაზე შეეძლებათ სწავლა, მათ შორის -Front-End დეველოპმენტზეც. კერძოდ, ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი მიმართულებები:

  • Front-End-Development (თბილისსა და ბათუმში) — ციფრული პროდუქტების შექმნა HTML-ის, CSS-ის, JavaScript-ისა და React-ის გამოყენებით. (11 თვე) .
  • გრაფიკული დიზაინი — ვიზუალური კომუნიკაცია და დიზაინი Adobe Photoshop-ის, Illustrator-ისა და Figma-ს მეშვეობით (12 თვე).
  • კომპიუტერული ქსელი და სისტემები — ქსელური ინფრასტრუქტურა, სერვერების ადმინისტრირება, IT უსაფრთხოება (15 თვე).
  • ბუღალტრული აღრიცხვა — ფინანსური ადმინისტრირების საფუძვლები და პრაქტიკული ბუღალტერია (14 თვე).
  • აღმზრდელი — ბავშვის განვითარება, საგანმანათლებლო მეთოდები და პედაგოგიური პრაქტიკა. (21 თვე)

სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო დიპლომი, რომელიც სრულფასოვნად მოქმედებს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

ყველა პროგრამა მოიცავს რბილი უნარების განვითარებას, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროგრამით ინგლისური ენის სწავლებას და სტარტაპის მოდულს, სადაც სტუდენტები სწავლობენ, თუ როგორ აქციონ იდეა წარმატებულ ბიზნესად.

დარეგისტრირდი დღესვე

სასწავლო გარემო, რომელიც განათლებას ქმედით პროცესად აქცევს

Skillwill-ის კოლეჯი ფუნქციონირებს ორ ქალაქში: თბილისსა (მეტრო ავლაბართან, ნიკიფორე ირბახის N17) და ბათუმში (პეტრე ბაგრატიონის N129).

ორივე სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, სრულფასოვანი სასწავლო აუდიტორიებით, მრავალფუნქციური საკონფერენციო დარბაზებით, რეკრეაციული ზონებითა და კაფეტერიით. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. კოლეჯში ჩარიცხვა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.

დარეგისტრირდი დღესვე

პროფესიული განათლება – გზა, რომელსაც რეალურ შედეგამდე მიჰყავხარ

Skillwill-ის კურსდამთავრებულები იღებენ არა მხოლოდ სახელმწიფო დიპლომს, არამედ იმ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც მათ დაუყოვნებლივ აძლევს დასაქმების შანსს. აქ მთავარი არ არის ფორმალური სტატუსი, მთავარი შინაარსია: რეალური ცოდნა, რეალური უნარები და რეალური მომავალი.

Skillwill-ის კოლეჯში მოსახვედრად არ არის საჭირო გამოცდებზე მიღებული მაღალი ქულები. ასაკობრივი შეზღუდვაც არ არსებობს – საკმარისია სკოლის ატესტატი და სწავლის სურვილი, რომელიც რეალურ მიზანზეა ორიენტირებული.

წინასწარი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. გაიარე რეგისტრაცია დღესვე და გადადგი პირველი ნაბიჯები წარმატებული კარიერისკენ.

Skillwill-ის კოლეჯი – ესაა განათლება, რომელიც მორგებულია შენზე და შენს მომავალზე.

სივრცე, სადაც ალტერნატივა ნიშნავს არა კომპრომისს, არამედ ჭკვიანურ, სწორ და დროულ გადაწყვეტილებას.

დარეგისტრირდი დღესვე

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm