სკოლაში სწავლის განახლების მესამე კვირას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა 26 081-მა მოსწავლემ მოითხოვა

3 თებერვალს, საქართველოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლის სურვილი 26 081-მა მოსწავლემ დააფიქსირა და სპეციალურ სისტემაში დარეგისტრირდა, 4 604-მა მოსწავლემ კი პირიქით, ონლაინიდან კლასში დაბრუნება მოითხოვა, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან აცნობეს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ონლაინ სწავლებაზე 36 202 მოსწავლე გადავიდა.
გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს თავად შეუძლიათ ონლაინ სწავლების რეჟიმი აირჩიონ, ერთმანეთის მიყოლებით იხურება მთლიანად სკოლები, რადგან მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდი ნაწილი კორონავირუსით ინფიცირდება. 29 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასი დისტანციურ რეჟიმზე იყო გადასული.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კი ირწმუნება, რომ ინფიცირების შემთხვევები პროცენტულად არ არის გაზრდილი არც მოსწავლეებში და არც მასწავლებლებში. ექიმების ინფორმაციით კი, ბავშვთა ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 15%-ია.
3 თებერვალს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 42 ადამიანი. დღეისათვის ქვეყანაში 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 936 (2.22%) სრულად აცრილია – 2 779 (1.57%); 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 455 (15.36%) სრულად აცრილია-10 873 (13.41%).
შეგახსენებთ, რომ ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge
ასევე იხილეთ:
186 საბავშვო ბაღიდან 115 დახურულია – კოვიდსტატისტიკა თბილისის ბაღებსა და ბავშვებში
განათლების სამინისტრო მოსწავლეთა მშობლებს დახმარებისკენ მოუწოდებს
სკოლებში სწავლა გაგრძელდება – საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვა არ დააწესა
-
ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში – რას წერს სახალხო დამცველი ბოლო ანგარიშში by ARIS.GE-განათლება 6 აპრილი, 2025
-
ამ აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა და მასწავლებლობის მსურველებმა ჯანმრთელობის ცნობა NAEC-ში 10 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ – დეტალები by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე 5 აპრილი, 2025
-
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეთა რეიტინგულ სიები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 4 აპრილი, 2025