GE

„სკოლები 500-მდე მაძიებლის სტატუსის მქონე და 1000-ზე მეტი ახალი მასწავლებლით შეივსო“ – ირინა აბულაძე

მას შემდეგ, რაც საპენსიო ასაკის პედაგოგებმა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ჯილდოს პროგრამის ფარგლებში დატოვეს სისტემა, სკოლებში 500 სტატუსის მაძიებელი და 1000- ზე მეტი სრულიად ახალი მასწავლებელი შევიდა. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრის მოადგილე ირინა აბულაძემ გასნაცხადა.

„ოქტომბრის დასაწყისში ჯილდოების გადაცემა მოხდა, პარალელურად გამოცხადებულია ვაკანსიები, სულ გამოცხადდა დაახლოებით 5000-მდე სასწავლო ადგილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლები სულ ახალი მასწავლებლებით შეივსო. დაახლოებით 500 მასწავლებელია მაძიებლის სტატუსით შესული და 1000-ზე ცოტა მეტი მასწავლებელი არის, რომელიც სრულიად ახალი შევიდა სისტემაში. ეს პროცესი გაგრძელდება წლის ბოლომდე. ერთის მხრივ მიზანია, რომ არსებულ მასწავლებელს შეევსოთ საათები და მათი ხელფასი კიდევ უფრო მაღალი გახდეს და მეორეს მხრივ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

მისივე თქმით, ნოემბერში დაგეგმილ მასწავლებელთა გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან, დაახლოებით 10 ათასი, ამ ეტაპზე არამოქმედი და არაპრქტიკოსი მასწავლებელია.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური