GE

სკოლების ნაწილი სრულად შევსებულია – რამდენი პირველკლასელი ემზადება მომავალი სასწავლო წლისთვის?

2020-2021 სასწავლო წლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა და 50 ათასზე მეტი ბავშვი მეორე კლასში გადავიდა. მათი გაცილების პარალელურად,საჯარო სკოლებში ახალი მოსწავლეების რეგისტრაცია მიმდინარეობს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მერ EDU.ARIS.GE-სთვის, 27 მაისს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021-2022 სასწავლო წლისთვის, საჯარო სკოლების პირველ კლასში რეგისტრირებულია 44 513 მოსწავლე.

რიცხვი საბოლოო არაა, რადგან რეგისტრაციის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, საქართველოში არსებული 2086 საჯარო სკოლიდან, სრულად შევსებულია 201 საჯარო სკოლა.

კანონმდებლობის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში ჩარიცხვის უფლება აქვს მოსწავლეს, რომელსაც უკვე შესრულებული აქვს 6 წელი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში პირველკლასელთა ასაკობრივი განაწილება ასეთი იყო: სულ პირველ კლასებში ირიცხებოდა 59 067 მოსწავლე, მათგან 40 316 იყო 6 წლის ასაკის, 18 394 -7 წლის, 277 -8 წლის, 46 -9 წლის და 22 – 10 წლის მოსწავლე.

2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა – პროცედურა

სად უნდა დავარეგისტრიროთ პირველკლასელი ელექტრონულად? – რეგისტრაციის ინსტრუქცია და ხრიკები მშობლებისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური