სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან იწყება – ვადები
საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში ზამთრის არდადეგები სულ რამდენიმე დღეში იწყება. საჯარო საბავშვო ბაღებსა და სკოლებში 2023 წლის ბოლო სააღმზრდელო/სასწავლო დღე 29 დეკემბერია.
როგორც დღეს EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაუზუსტეს, მიმდინარე, 2023-2024 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და მომავალი წლის 14 იანვარს დასრულდება, შესაბამისად, საჯარო სკოლებში სწავლა 15 იანვრიდან უნდა განახლდეს.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, არდადეგების დაწყება დასრულების თარიღს ისინი ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.
ზამთრის არდადეგები იწყება საბავშვო ბაგა-ბაღებშიც. საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებიც, სკოლის მოსწავლეების მსგავსად, 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლის დაისვენებენ.
არდადეგებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უქმე დღეებია გამოცხადებული ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის და 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები მათთვის უქმედ განისაზღვრა.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება