GE

„სკოლებში ვირუსის გავრცელებამ იკლო“ – როგორია დახურულ სკოლებისა და კლასების ბოლო მონაცემები

ბოლო კვირის მონაცემით, სკოლებში Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ შემცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას 29 ოქტომბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს.

უწყების მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა და ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს.

ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 218 სკოლა და ცალკეული 415 კლასი, რაც წინა კვირის მონაცემებთან შედარებით ასევე შედარებით დაბალი მაჩვენებელია.

სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 142 მასწავლებელი.

“მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ვაქცინაციის პროცესი კვლავ გრძელდება. ამ ეტაპისთვის აცრილია მათი 69,6%. სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ასევე იხილეთ:

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მსურველთა მაჩვენებელი საქართველოს სკოლებში მკვეთრად მზარდია – უახლესი სტატისტიკა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური