სკოლებთან საპატრულო პოლიციის მობილიზება დროებითი იქნება – შს მინისტრი
სკოლის გარე პერიმეტრზე პატრულის განთავსება, რა თქმა უნდა, წაიღებს დიდ რესურსს – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ღონისძიება იქნება დროებითი, რადგან ძირითადი ამოცანა დღეს არის მანდატურების სამსახურის ეფექტურობის ზრდა.
“ეს არის ამოსავალი წერტილი. ამისთვის შეიქმნა ეს სამუშაო ჯგუფი – უწყებათაშორისი კომისია. აქ მთავარი ამოცანა არის რომ მანდატურების სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტური. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურების სამსახურსა და შსს-ის შორის ბმის გაწყვეტა. ამიტომ, ჩვენ სასწრაფოდ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სასწრაფოდ გაზრდის მანდატურების ეფექტიანობას. მანამდე, სანამ ეს არ მოხდება, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად იქნება მობილიზებული და მაქსიმალურ შესაძლებელ რესურსს მოახმარს იმას, რომ სკოლაში უსაფრთხოების ზომები იყოს დაცული.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სანამ ეს სამწუხარო ფაქტი მოხდებოდა, უკვე დაახლოებით ორი კვირით ადრე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და რამდენიმე ეკიპაჟი თბილისის რამდენიმე სკოლასთან, ეს იყო დაახლოებით 80-85 სკოლა, პატრულირებდა დილის საათებში, მძიმე ტრაფიკის დარეგულირების გამო. ეს იყო მისი ძირითადი ამოცანა მაშინ. მოხდა შემდგომ, ის რაც მოხდა და ჩვენ ახლა უფრო სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს. ჩვენც გვესმის ის ხმა, როცა ჩვენი მოქალაქეები ამბობენ, რომ არაა პოლიციის ადგილი სკოლაში – ჩვენც ამას ვეთანხმებით, პოლიციის ადგილი სკოლაში არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა არის სამართალდარღვევა,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
განათლების მინისტრი: საპატრულო პოლიციის ფუნქცია სკოლების მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება იქნება
სკოლების მონიტორინგში პოლიციის ჩართულობას სახალხო დამცველი არ მიესალმება
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
-
ჯილდო 1000 ლარი აბიტურიენტს, რომელიც ეროვნული გამოცდის ერთ საგანში უმაღლეს ქულას მიიღებს – რეგიონის საკრებულოს დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი გარკვეული დათქმებით განახლდა – „მოსწავლეთა დასწრება კარგია, ჩვეულებრივი“
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაწყობდება სასკოლო ფორმები და განთავსდება ფასდაკლების ბანერები – სია
by ამბები ზოგადი განათლებიდან