GE

სკოლის დირექტორობის კანდიდატთა ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს – ბრძანება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებაში და განისაზღვრა, რომ საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა ტესტირებას NAEC ჩაატარებს.

აი, რა წერია მინისტრ გივი მიქანაძის მიერ 12 ოქტომბერს ხელმოწერილ ბრძანებაში:

გამოცდების ცენტრი: „საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარებას; საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობის დამადასტურებელი გამოცდის ორგანიზებას უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირთა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით; მინისტრის მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა ტესტირების ჩატარებას“.

დღემდე სკოლის დირექტორობის კანდიდატების შერჩევაში განათლების სამინისტრო და მისი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მონაწილეობდნენ.

ნიშნავს თუ არა განხორციელებული ცვლილება, რომ განათლების სამინისტრო საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის გამოსაცხადებლად ემზადება, EDU.ARIS.GE ამ კითხვაზე პასუხის მიღებას შეეცდება.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: გივი მიქანაძის ბრძანება

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური