GE

სკოლის დირექტორობის რომელ მსურველებთან არ მოხდება გასაუბრება – ვადები და განათლების სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის მსურველთა გასაუბრების განრიგის მიხედვით, გასაუბრების პროცესი დღეს, 2 აგვისტოს დაიწყება და 26 აგვისტომდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს

გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა პირმა უნდა გადაამოწმოს უნიკალური კოდის გამოყენებით და გაითვალისწინოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველმა პირმა თანხმობის განაცხადში მიუთითა სხვადასხვა ქალაქის/რეგიონის საჯარო სკოლა, გასაუბრებაზე დაბარებული იქნება ქალაქების/რეგიონების მიხედვით. შესაბამისად, გასაუბრების თარიღი უნდა გადამოწმდეს შესაბამისი ქალაქის/რეგიონის განრიგების მიხედვით.

გიორგი ამილახვარის უწყება იმ გარემოებებს განმარტავს, რა დროსაც საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთან გასაუბრება არ შედგება:

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ დირექტორობის მსურველმა პირმა თანხმობის განაცხადში მიუთითა საჯარო სკოლა, სადაც დირექტორად არჩეულ/დანიშნულ იქნა ზედიზედ ორჯერ – აღნიშნულ სკოლასთან დაკავშირებით მასთან გასაუბრება არ განხორციელდება.

დირექტორობის მსურველი პირები, რომლებმაც თანხმობის განაცხადში მხოლოდ ის სკოლები მიუთითეს, სადაც დირექტორად არჩეულ/დანიშნულ იქნენ ზედიზედ ორჯერ, გასაუბრების განრიგში გათვალისწინებული არ არიან.

მნიშვნელოვანია, რომ გასაუბრებაზე გამოცხადებისას, დირექტორობის მსურველმა პირმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასევე იხილეთ:

სკოლების 81,6%-ში ამჟამად მიმდინარე სკოლის დირექტორის არჩევნების პროცესი, ფაქტობრივად, არ განხორციელდება – CCIIR

„პოლიტიზირებაა მთავარი ნიშანსვეტი და არა თაობების ცვლისა და განახლების სურვილი“ – სიმონ ჯანაშია სკოლის დირექტორების სერტიფიცირების გამოცხადებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური