GE

სკოლის დირექტორს პოლიციამ შემაკავებელი ორდერიც კი გამოუწერა – მასწავლებელთა საგანგებო მიმართვა განათლების მინისტრს!

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაყუდის მასწავლებლები საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართავენ. საგანგებო წერილი, რომელიც მძიმე ინფორმაციას შეიცავს პედაგოგებმა EDU.ARIS.GE-ს მიაწოდეს და ყურადღების მიქცევას, შველას ითხოვენ.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ბატონო მინისტრო, უკვე მეორე წელია სკოლაში არის უკიდურესად დაძაბული კონფლიქტური სიტუაცია. ჩვენ გასული წლის მაისში დავწერეთ წერილი თქვენს სახელზე, სკოლაში მოსული იყვნენ აუდიტის სამსახურიდან და ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია, მაგრამ დღემდე უშედეგოდ ველოდებით დასკვნას. ასევე, ამ პროცესში კარგად არის გარკვეული ადგილობრივი რესურსცენტრი. სკოლაში არ ტარდება სამეურვეო საბჭო, არ იკრიბება შეფასების ჯგუფი, დისციპლინური კომიტეტი და პედაგოგიური საბჭო.

სკოლის დირექტორს, გიორგი შანიძეს არ გააჩნია კომუნიკაცია თანამშრომლებთან, ის ზეწოლას ახდენს თანამშრომლებზე როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად. მას რამდენიმე თვის წინ პოლიციისგან ჰქონდა შემაკავებელი ორდერი ერთ-ერთ მასწავლებელზე.

გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი სატკივარი, გასაჭირი და მოახდინოთ რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე.

წერილს ხელს აწერს სკოლის რვა პედაგოგი, რომელთა გვარსახელებსაც EDU.ARIS.GE ამ ეტაპზე არ აქვეყნებს. სულ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაყუდის საჯარო სკოლაში, 13 მასწავლებელია.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური